რეგულარული გამოსახულება, შემოკლებით Regex ან Regexp, არის სიმბოლოებისგან შემდგარი სტრიქონი, რომელიც შექმნილია Regex-ის სინტაქსის წესებზე დაყრდნობით. Regex-ით, — რომელიც იყენებს ბრძანებებს, როგორებიცაა ძიება, მსგავსება და რედაქტირება, — შეგიძლიათ მარტივად მართოთ თქვენი მონაცემები. Regex-ი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროგრამირების ისეთ ენებში, როგორებიცაა Python, SQL, JavaScript, R, Google Analytics, Google Data Studio და სხვა. ისწავლეთ Regex-ი ონლაინ ახლავე, RegexLearn-ზე არსებული სასწავლო მასალებისა და მაგალითების გამოყენებით.
როდესაც სასწავლო მასალის ნაწილს ამოწურავთ, დგება დრო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა! პრაქტიკული მუშაობის განყოფილებაში შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა Regex-ის კონტექსტში და ივარჯიშოთ სათანადო მასალებზე დაყრდნობით, თქვენი ცოდნის შესაბამისად. ეს ფუნქცია მალე დაემატება.
Regex Learn — ეს არის ღია პროექტი, რომელიც მიესალმება ნებისმიერი მსურველის მიერ მის განვითარებაში შეტანილ ნებისმიერი სახის წვლილს და არის სრულიად უფასო. ამ პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ უნარები, ისწავლოთ და ითანამშრომლოთ სხვებთან. შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ პროექტს და ხელი შეუწყოთ მის განვითარებას.